დღევანდელი დღით ძალიან ვისიამოვნე. ერთმანეთზე უკეთესი პრეზენტაციები ვიხილეთ. გული მწყდება, რომ დღეს ვამთავრებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ნიჭიერ ტრენერს ყურადღებისათვის!
понедельник, 8 декабря 2014 г.
воскресенье, 7 декабря 2014 г.
суббота, 6 декабря 2014 г.
რეფლექსია 7
ტრენინგის მეშვიდე დღე მთლიანად გეგმას დავუთმეთ. საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. თუ რამე არ გამოგვდიოდა, ჩვენი ტრენერი ყოველთვის მზად იყო დაგვხმარებოდა. მადლობა მას ასეთი ყურადღებისათვის!
пятница, 5 декабря 2014 г.
რეფლექსია 6
დღესაც დიდი ხალისით შევუდექით მუშაობას. ტრენინგი ძალიან საინტერესო გამოვიდა. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. მოვიძიეთ საჭირო რესურსი და დროც ისე გავიდა, ვერც გავიგე. შთაბეჭდილებებით აღსავსე მივდივარ.
понедельник, 1 декабря 2014 г.
რეფლექსია 5
დღევანდელი დღეც დატვირთული იყო ინფორმაციებით. ნაყოფიერად ვიმუშავეთ, გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო, დავდეთ ბლოგზე; ვისწავლეთ საინტერესო რესურსის დამზადება- ვიდეოდან სურათების ამოჭრა. განვიხილეთ თემატური და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. დრო ისე გავიდა, ვერც გავიგე.
воскресенье, 30 ноября 2014 г.
რეფლექსია-4
ძალიან მომწონს ის, რომ გვყავს უზომოდ ყურადღებიანი ტრენერი, ცდილობს, ყოველი დღე იყოს ინფორმაციებით დატვირთული და ნაყოფიერი. იმდენ რამეს ვსწავლობთ, ძლივს ვასწრებ თვალის მიდევნებას. ძალიან დავინტერესდი გუგლში ერთობლივიად მუშაობით.
суббота, 29 ноября 2014 г.
რეფლექსია- 3
დღევანდელი დღეც არაჩვეულებრივად საინტერესო და ინფორმაციებით დატვირთული იყო. განსაკუთრებით მომეწონა გუგლის დისკზე მუშაობა: შევქმენით პორტფოლიო, ვისწავლეთ ფაილების, დოკუმენტების ატვირთვა და ა.შ. ვიქრობ, გუგლის ჩვენთვის აქამდე დახურული ეს კარიც გაიღო.
пятница, 28 ноября 2014 г.
რეფლექსია 2
ტრენინგის მეორე დღეც მეტად საინტერესოდ წარიმართა. ვისწავლეთ უამრავი საინტერესო რამ: ბუკლეტების შექმნა, ვორდში მუშაობა, ტექსტის ფორმატირება და ა.შ. მჯერა,რომ ამ ყოველივეს გამოყენება გაზრდის ჩვენი მუშაობის ნაყოფიერებას.
четверг, 27 ноября 2014 г.
რეფლექსია1
ძალიან საინტერესო ტრენინგია. ჩემი აზრით, ეს ტრენინგი შესაძლებლობას მოგვცემს, უკეთ დავეუფლოთ თანამედროვე კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, დავგეგმოთ ახალი პროექტები, დავძლიოთ პრობლემები და მომავალი უკეთესი გავხადოთ.
Подписаться на:
Сообщения (Atom)