понедельник, 8 декабря 2014 г.

რეფლექსია 9

დღევანდელი დღით ძალიან ვისიამოვნე. ერთმანეთზე უკეთესი პრეზენტაციები ვიხილეთ. გული მწყდება, რომ დღეს ვამთავრებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ნიჭიერ ტრენერს ყურადღებისათვის!

суббота, 6 декабря 2014 г.

რეფლექსია 7

ტრენინგის მეშვიდე დღე მთლიანად გეგმას დავუთმეთ. საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. თუ რამე არ გამოგვდიოდა,  ჩვენი ტრენერი ყოველთვის მზად იყო დაგვხმარებოდა. მადლობა მას ასეთი ყურადღებისათვის!

пятница, 5 декабря 2014 г.

რეფლექსია 6

დღესაც დიდი ხალისით შევუდექით მუშაობას. ტრენინგი ძალიან  საინტერესო გამოვიდა. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. მოვიძიეთ საჭირო რესურსი  და დროც ისე გავიდა, ვერც გავიგე. შთაბეჭდილებებით აღსავსე მივდივარ.

понедельник, 1 декабря 2014 г.

რეფლექსია 5

დღევანდელი დღეც დატვირთული იყო ინფორმაციებით. ნაყოფიერად ვიმუშავეთ, გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო, დავდეთ ბლოგზე; ვისწავლეთ საინტერესო რესურსის დამზადება- ვიდეოდან სურათების ამოჭრა. განვიხილეთ  თემატური და  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. დრო ისე გავიდა, ვერც გავიგე.

პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 30 ноября 2014 г.

რეფლექსია-4

ძალიან მომწონს ის, რომ გვყავს უზომოდ ყურადღებიანი ტრენერი, ცდილობს, ყოველი დღე იყოს ინფორმაციებით დატვირთული და ნაყოფიერი. იმდენ რამეს ვსწავლობთ, ძლივს ვასწრებ თვალის მიდევნებას. ძალიან დავინტერესდი გუგლში ერთობლივიად მუშაობით.